გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ხოჭავა: იმ ახალგაზრდების მშობლებს მივმართავ, რომლებიც რუსთაველზე აქციების პერიოდში დაიჭირეს, თქვენმა შვილებმა კანონი მაინც დაარღვიეს და მე, 19 წლის ბავშვი, რატომ ვიჯექი ციხეში?

13-05-2025

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი ხოჭავა თავისი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით საუბრობს.


ხოჭავა ამასთანავე, რუსთაველზე აქციების პერიოდში დაჭერილი ახალგაზრდების მშობლებს მიმართავს.


„იმ ახალგაზრდების მშობლები, რომლებიც რუსთაველზე აქციების პერიოდში დაიჭირეს, მოგმართავთ თქვენ, პატივცემულო მშობლებო. თქვენმა შვილებმა კანონი მაინც დაარღვიეს და რაღაც მუხლის წაყენება შეუძლია პოლიციას. მე, 19 წლის ბავშვს, რომელმაც სკოლა დაამთავრა, ძალიან ბეჯითი მოსწავლე ვიყავი, მქონდა ჩემი ოცნებები და მიზნები. თქვენ ახლა გამოდიხართ ტელევიზიებში და ამბობთ, რომ თქვენმა შვილებმა უნდა ისწავლონ და არა ციხეში ისხდნენ. პატივცემულებო, მე რატომ ვიჯექი ციხეში და რატომ არ ვისწავლე? დავაშავე რამე? - მე არაფერი დამიშავებია. ეს იყო დიქტატორული, ფაშისტური რეჟიმი, რომელიც საქართველოში არასდროს დაბრუნდება“, - განაცხადა გიორგი ხოჭავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031