გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივნისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: ზაზა მეიშვილი, რომელიც ზეწოლას ახდენდა მოსამართლეზე, დღეს არის ილიას უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი და გასაგებია, რა სამართალსაც ასწავლის სტუდენტებს

14-05-2025

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ნანა ქადაგიშვილია მოწვეული, „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა ისაუბრა.


როგორც მან აღნიშნა, საქმეში ფიგურირებს ზაზა მეიშვილი, რომელიც ზეწოლას ახდენდა მოსამართლეზე და რომელიც დღეს არის ილიას უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი. მისივე თქმით, გასაგებია რა სამართალსაც ასწავლის სტუდენტებს და რა შეხედულება შეიძლება ჰქონდეთ მათ, საერთოდ, სამართალზე.


„ზაზა მეიშვილი, რომელიც ზეწოლას ახდენდა მოსამართლეზე, აბსოლუტურად უფლება არ ჰქონდა კანონიერადაც რომ მოეთხოვა რამე, მით უმეტეს, უკანონო ზეწოლას ახდენდა ეს ადამიანი, რომელიც იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე თავის დროზე, იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, დღეს არის ილიას უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი და გასაგებია, რა სამართალსაც ასწავლის სტუდენტებს და რა უნდა გამოვიდნენ მისი სტუდენტები, რა შეხედულება შეიძლება ჰქონდეთ სამართალზე, საერთოდ და ქვეყნის მოწყობაზე და საზოგადოებაზე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30