გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: პაველ ჰერჩინსკი დიპლომატიური ჩარჩოებიდან ამოვარდა და მან წითელი ხაზები გადაკვეთა, განაცხადა რა, რომ ელოდება ევროკავშირის 27 ქვეყანას, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს დააწესებენ

14-05-2025

„საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი დიპლომატიური ჩარჩოებიდან ამოვარდა და მან წითელი ხაზები გადაკვეთა, განაცხადა რა რომ ელოდება ევროკავშირის 27 ქვეყანას რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს დააწესებენ“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი. 


მისივე თქმით, ოპოზიციისათვის ქართველ ხალხთან მოსაგებად დანაღმული ველიდან ჯერ პაველ ჰერჩინსკი აფრიალებს წითელ ალამს და პოლიტიკურ საფუძველს ქმნის მაქსიმალურად შეავიწროოს მოქმედი ხელისუფლება და ამავდროულად საქართველოში არაჯანსაღი პოლიტიკური გარემო შექმნას.


„საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი დიპლომატიური ჩარჩოებიდან ამოვარდა და მან წითელი ხაზები გადაკვეთა, განაცხადა რა რომ ელოდება ევროკავშირის 27 ქვეყანას რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს დააწესებენ. ყველა კვლევა თუ ანგარიში ქართული სახელმწიფოს ევროკავშირთან თავსებადობაზე მიუთითებს და ლოგიკურია ჩნდება კითხვა - რატომ ან რისთვის უნდა დასანქცირდეს ქართული სახელმწიფო?! ევროპული მიდგომებით, სამართლიანობის პრინციპი, მიკერძოების მაღალმა სტანდარტმა შთანთქა?! ოპოზიციისათვის ქართველ ხალხთან მოსაგებად დანაღმული ველიდან ჯერ პაველ ჰერჩინსკი აფრიალებს წითელ ალამს და პოლიტიკურ საფუძველს ქმნის მაქსიმალურად შეავიწროოს მოქმედი ხელისუფლება და საქართველოში არაჯანსაღი პოლიტიკური გარემო შექმნას. მას ამ გზავნილით სხვა „კეთილის მსურველნიც“ შემოუერთდებიან რადგან ფული გადახდილია და ოპოზიცია სათავისო მელოდიის დაკვრას ელოდება, მაგრამ ფულით თუ ფულის გარეშე მათი ეს ბრძოლა ქართველ ხალხთან წაგებულია. ქართველი ხალხი ეროვნული ამბიციით დაიცავს საკუთარ არჩევანს და მრავალჟამიერით დაასრულებს მათთან ამ ბრძოლასაც“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031