გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონის წერილი ეუთოსადმი არის ჩვეულებრივი საბჭოური მიდგომა, რაც არ შეშვენის აშშ-სა და ევროპას

15-05-2025

ჯო უილსონის წერილი ეუთოსადმი არის ჩვეულებრივი საბჭოური მიდგომა, რაც არ შეშვენის აშშ-სა და ევროპას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ჯო უილსონის თანაავტორობით გაგზავნილ წერილს შეეხებოდა.


პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მიდგომები შეიცვლება და აღნიშნა, რომ პირველ რიგში, სწორედ, აშშ-სა და ევროპისთვისაა მნიშვნელოვანი მსგავსი საბჭოური დამოკიდებულებების შეცვლა.


„ეს არის ჩვეულებრივი საბჭოური მიდგომა, რომ შეხედო ჯო უილსონს, ისიც ძალიან წააგავს თავისი ნატურით ცეკას მდივანს. ეს არის ჩვეულებრივი საბჭოური მიდგომები, რაც არ შეშვენის აშშ-სა და ევროპას. ჩვენ სხვანაირ ევროპას ვიცნობდით, ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს. სხვანაირ ამერიკის შეერთებულ შტატებს ვიცნობდით და არა ისეთს, როგორსაც განასახიერებს ჯო უილსონი. იმედია, ეს ყველაფერი შეიცვლება და ეს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია თვითონ აშშ-სა და ევროპისთვის, რომ ასეთი საბჭოური დამოკიდებულების ნაცვლად, დამკვიდრდეს ჯანსაღი დამოკიდებულებები,"- აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031