18-01-2018
დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან რამდენიმე თვეში, დღის წესრიგში მისი ძეგლის შექმნისა და საფლავის მოწყობის საკითხი დადგა.
1907 წელს გამოსული გაზეთ „ისარი“-ს ინფორმაციით, სპეციალურად ამ საქმისთვის, პარიზიდან თბილისში, ცნობილი ქართველი მოქანდაკე, როდენის მოწაფე იაკობ ნიკოლაძე ჩამოვიდა:
„პარიზიდან ტფილისში ჩამოვიდა მექანდაკე იაკობ ნიკოლაძე. ბ-ნმა ნიკოლაძემ, გამგეობის ზოგიერთ წევრთა თანდასწრებით, დაათვალიერა განსვენებულ ილია ჭავჭავაძის საფლავი და თანახმად გამგეობის დადგენილებისა, უკვე შეუდგა ძეგლის მოდელის შემუშავებას. მოდელს ბ-ნი ნიკოლაძე დაასრულებს ამ თვის დამლევამდე, შემდეგ გამგეობა მოიწვევს სხვა და სხვა საზოგადოების წარმომადგენლებს ამ მოდელის განსახილველად. თუ მოდელს მოიწონებენ, ნიკოლაძე შეუდგება ძეგლის კეთებას. ნიკოლაძეს იმედი აქვს, რომ ძეგლს ჭავჭავაძის გარდაცვალების წლის თავისთვის (30 აგვისტოს) დაამთავრებს. ბ-ნ ნიკოლაძის გამოანგარიშებით, ძეგლისთვის საჭირო იქნება 3000 მან.“-წერს გაზეთი „ისარი“. (სტილი დაცულია)
NSP.GE ©