გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა ოჯახის სიწმინდის დღეზე: როგორ გინდა მოერიო ამ ხალხს, რაც არ უნდა ფული დახარჯო და მოისყიდო უსამშობლო ადამიანები

17-05-2025

„აი ეს არის ნამდვილი, ქვეყნის მოყვარული ხალხი, რომელიც უპირობო მხარდამჭერია იმ პოლიტიკის, რომელსაც ახორციელებს "ქართული ოცნება," რომელსაც უნდა მშვიდობა და საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობა“, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მოწყობილ მსვლელობაში მონაწილეებზე.


მისი განცხადებით, ამ ხალხს ვერც შიგნიდან და ვერც გარედან, ვერანაირი ფულით ვერავინ მოერევა.


„აი ეს არის ნამდვილი, ქვეყნის მოყვარული ხალხი, რომელიც უპირობო მხარდამჭერია იმ პოლიტიკის, რომელსაც ახორციელებს "ქართული ოცნება," რომელსაც უნდა მშვიდობა და საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობა. როგორ გინდა მოერიო ამ ხალხს, გინდაც შიგნიდან და გინდაც გარედან, რაც არ უნდა ფული დახარჯო და მოისყიდო უსამშობლო ადამიანები. ახლა ითვალონ და იმარჩიელონ რა რაოდენობის ხალხია გარეთ გამოსული. მადლობა ღმერთს რომ გამოჩნდა ერთი ქართველი, რომელმაც გააერთიანა ერი და ბერი და რომლის უდიდესი ძალისხმევით ჩვენი სამშობლო გადაურჩა იმ გამოწვევებს, რაც დღეს მსოფლიოშია,” - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031