გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 20, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი რუხაძე: 2008 წლის ომამდე დენ კუნინი მოვიდა ჩემთან და მითხრა - ეს გიჟი ომის დაწყებას აპირებს და მიხედე თავს, იმიტომ რომ რაღაც საშინელებას დაგვმართებს

21-05-2025

2008 წლის ომამდე [სააკაშვილის ამერიკელი მრჩეველი დენ] კუნინი მოვიდა ჩემთან და მითხრა: ეს გიჟი ომის დაწყებას აპირებს და მიხედე თავს, იმიტომ რომ რაღაც საშინელებას დაგვმართებს, - განაცხადა „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოსვლისას. მისივე თმით, ანალოგიური გაფრთხილება აშშ-ის იმდროინდელი ელჩისგანაც მოისმინა.


„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყო ასეთი US-Georgia Business Development Council [აშშ-სა და საქართველოს ბიზნესის განვითარების საბჭო] - ახლაც არის, რომელშიც მეც შევდიოდი, იმიტომ რომ თავდაცვა იყო ეს ჩემთვის. ამერიკის ელჩი ალბათ ახლაც არის ამ ორგანიზაციის საპატიო თავმჯდომარე. ამას წინად ჩემმა დეიდაშვილმა გამახსენა - ისიც ბიზნესმენია, დაჭერილი იყო - ლევან გიგინეიშვილის ძმა, გიორგი გიგინეიშვილი. არ გახსოვსო, ერთ-ერთ შეხვედრაზე რომ ვიყავით ამერიკის ელჩი მოვიდა და გვითხრაო - თქვენ ყველანი დიდი ბიზნესმენები სხედხართ აქ, ყველას მიგესვლებათ იქ და შეგიძლიათ რაღაც გავლენა გქონდეთ და წადით, ის კაცი გააჩერეთ - აპირებს ომის დაწყებას. ეს ხდებოდა 2008 წლის ერთ-ერთ შეხვედრაზე. შეიძლება ამ სიტყვებით არ უთქვამს - ომის დაწყებას აპირებსო, მაგრამ ის რომ რაღაც საშიშროების წინაშე ხართ, ასე ლაპარაკობდა. და კუნინი ამის მერე წავიდა. ყველაფერი მიაგდო, შეიძლება რაღაც გაყიდა-გამოყიდა, მაგრამ ამის მერე წავიდა და იმის მერე საქართველოში მაინცდამაინც არ ჩამოდიოდა, მე მგონი ახლა დაიწყო ცოტა ხნის წინ ჩამოსვლა“, - იხსენებს რუხაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031