გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აგვისტო 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფრანკფურტის გამოფენაზე საქართველოში მსხვილი ღონისძიებების ჩატარებით დაინტერესდნენ-შატო მუხრანი

21-05-2025

გერმანიაში, Imex Frankfurt 2025-ზე  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე 9 სასტუმრო და კომპანია მონაწილეობს.  გამოფენის ფარგლებში მოლაპარაკებები მიმდინარეობს მართავს წამყვან ევროპულ კომპანიებთან საქართველოში საერთაშორისო კონგრესების, კონფერენციებისა და ფორუმების ჩასატარებლად.


„IMEX-ის გამოფენაში მრავალი წელია ვმონაწილეობთ ,საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი და ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.


კომპანიები დაინტერესებულები არიან საქართველოში მსხვილი ღონისძიებების ჩატარებით. უკვე გვქონდა რამდენიმე საინტერესო შეხვედრა,  რომელიც წელს ღონისძიების სახით უკვე საქართველოში განხორციელდება და შატო მუხრანიც იქნება აქტიურად ჩართული“-აცხადებს შატო მუხრანის წარმომადგენელი თამარ ბუაძე.


Imex Frankfurt 2025-ის გამოფენას 150-ზე მეტი ქვეყნიდან 12 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. გამოფენაზე 3100 კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031