გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აგვისტო 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსუდან შარაძე დავით გამყრელიძეზე: რამაზ კლიმიაშვილი რომ მოკლეს და იქ პირველი მივიდა, რამდენი ინფორმაცია აქვს და იმის მერე ხმა რომ არ ამოუღია და დარბის დღეს და სახელმწიფოს ძირს უთხრის

22-05-2025

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ქართველი ფილოლოგისა და მეცნიერის, გურამ შარაძის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს, მისმა შვილმა რუსუდან შარაძემ ისაუბრა.


კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის შეკითხვას, დაკითხულია თუ არა „ალდაგის“ რომელიმე წარმომადგენელი ამ საქმეზე, რუსუდან შარაძემ განაცხადა, რომ არა და დათო გამყრელიძემაც კი განაცხადა, რომ „ალდაგი“ მისი აღარ იყო.


„არ დაკითხულა, ვინ დაკითხავდა, აბა? დათო გამყრელიძემ მაშინ თქვა, რომ ჩემი აღარ არისო. რა მნიშვნელობა აქვს, მისი არის თუ აღარ არის, მისი იყო, სულ არ დაინტერესებულა? და დათო გამყრელიძე კიდე, რამაზ კლიმიაშვილი რომ მოკლეს და იქ პირველი მივიდა, რამდენი ინფორმაცია აქვს და იმის მერე ხმა რომ არ ამოუღია და დარბის დღეს და სახელმწიფოს ძირს უთხრის, მაგან ის ჯობია მკვლელობები, მონაწილეობას, რასაკვირველია, არ დავაბრალებ და რა სისულელეა, არც ვფიქრობ, მაგრამ, აი, ის, მისდა უნებურად რომ გაეხვა და მერე პირში წყალი ჩაიგუბა, ამდენი წელი კაცს არ უნახავს და ახლა გამოხტა და კიდე ჩვენ წინააღმდეგ, კიდე ქართველების წინააღმდეგ, საქართველოს წინააღმდეგ და კიდე მკვლელების დასაცავად რომ გამოდის, სახლიდან ცხვირს ვერ უნდა ყოფდეს ეგ არამზადა“, - განაცხადა რუსუდან შარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031