გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსუდან შარაძე: მოწმე ჰყვება, რომ დათა ახალაიამ გამართა თათბირი, დასცინოდნენ მამაჩემს, როგორ გააგორეს „პროფესორა“ და იქ დასახელებულია მკვლელის ზედმეტსახელი, ახალაია ასახელებს, რომ ეს „პირველის“ დავალებით მოხდა

22-05-2025

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ქართველი ფილოლოგისა და მეცნიერის, გურამ შარაძის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს, მისმა შვილმა რუსუდან შარაძემ ისაუბრა.


მან მოწმე ვახტანგ გაბელაიას ჩვენება გაიხსენა, რომლის თქმითაც, დათა ახალაიამ ჩაატარა თათბირი, სადაც საუბრობდნენ „როგორ გააგორეს „პროფესორა“, ანუ გურამ შარაძე და ახალაიამ იკითხა, ხომ არ შექმნიდა მკვლელი პრობლემას.


„მოწმე ჩვენ საქმეზე ჰყვება, რომ ჯერ კიდევ მაშინ იყო დათა ახალაიას სამსახურში, ახალაიამ გამართა თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ ლევან ქარდავა, თვითონ ეს მოწმე, დათა ახალია, ბუნებრივია და კუდის კიდევ ორი თანამშრომელი. იქ წავიდა ლაპარაკი, დასცინოდნენ მამაჩემს, როგორ გააგორეს „პროფესორა“ და იქ დასახელებულია მკვლელის ზედმეტსახელი. ჩემი პირადი ვარაუდით, ეს უნდა იყოს „ჯგერე“. დათა ახალაია ასახელებს „პირველს“, რომ ეს „პირველის“ დავალებით მოხდა და მე თვითონ მაქვს, ჩავწერე, სააკაშვილი როგორ ამბობს სიამაყით, რომ მას უწოდებდნენ „პირველს“. ამაზე მიდის ლაპარაკი, რომ „პირველის“ დავალებით როგორ მოკლეს „პროფესორა“ და რომ დათა კითხულობს ეს, ზედმეტსახელით მოიხსენიებს, ხომ არ შექმნის პრობლემას, ხომ არ არის „დასაბრედი“, რაზეც მიიღო პასუხი დათა ახალიამ, რომ მკვლელი არ შექმნიდა პრობლემას“, - განაცხადა რუსუდან შარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031