გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივნისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეროვნულმა ბანკმა აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის დელეგაციას უმასპინძლა

23-05-2025

საქართველოს ეროვნულ ბანკს აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია.


ვიზიტის ფარგლებში სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დელეგაციის წევრებს გააცნეს მონეტარული პოლიტიკის განხორციელებისა და საგადასახდელო ბალანსის წარმოების პრაქტიკული ასპექტები.


დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრების სერია პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა - ეკატერინე მიქაბაძემ გახსნა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც გამოცდილების გაზიარების, ასევე თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებითაც.


თავის მხრივ, აზერბაიჯანის მხარემ საქართველოსთან შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.


საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს შორის, სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, მარტში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.


მემორანდუმით მხარეები თანხმდებიან ორი ქვეყნის ფინანსური სექტორის რეგულირებისა და ზედამხედველობის სფეროში თანამშრომლობაზე, მათ შორის, ფინანსური ტექნოლოგიების, მონეტარული პოლიტიკის, საგადახდო სისტემების და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სფეროებში თანამშრომლობაზე.


მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობასა და ინფორმაციის გაცვლას ურთიერთ მხარდამჭერ პრინციპებზე დაყრდნობით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30