გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი სამხარაძე: ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დაცულია

26-05-2025

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ყველა ქართველისთვის უმნიშვნელოვანესია! ორმაგად სასიხარულოა, რომ მხოლოდ თარიღს არ აღვნიშნავთ და საქართველოს თითოეული პატრიოტი მოქალაქე, დღევანდელ დღეს, ბოლომდე თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქის სტატუსით ვხვდებით! ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დაცულია! - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.


მისივე თქმით, არსებობს უტყუარი ფაქტები იმისა, თუ რამდენ ზეწოლას გაუძლო ბიძინა ივანიშვილმა და

პირადი კეთილდღეობის სანაცვლოდ, საქართველოს მტრებზე დამოკიდებული არ გახადა ქართველი ერი.

„ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ყველა ქართველისთვის უმნიშვნელოვანესია! ორმაგად სასიხარულოა, რომ მხოლოდ თარიღს არ აღვნიშნავთ და საქართველოს თითოეული პატრიოტი მოქალაქე, დღევანდელ დღეს, ბოლომდე თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქის სტატუსით ვხვდებით!


ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დაცულია!


უტყუარი ფაქტები გვაქვს, თუ რამდენ ზეწოლას გაუძლო ერისკაცმა და მისი პირადი კეთილდღეობის სანაცვლოდ, ჩვენი ქვეყნის მტრებზე დამოკიდებული არ გაგვხადა! მადლობა, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქის სიამაყე და სიმტკიცე შეგვინარჩუნა! მადლობა მას და მის ოჯახს“,- წერს დიმიტრი სამხარაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031