გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: რადიკალურ ოპოზიციას არაფრის რესურსი აღარ აქვს, არც რადიკალიზაციის, არც არჩევნებში მონაწილეობის მიღების, აქამდე მიიყვანეს საკუთარმა პატრონებმა

27-05-2025

რადიკალურ ოპოზიციას არაფრის რესურსი აღარ აქვს, არც რადიკალიზაციის, არც არჩევნებში მონაწილეობის მიღების, აქამდე მიიყვანეს საკუთარმა პატრონებმა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გუშინდელ აქციაზე, 3000 კაცის ფონზე ოპოზიციას რაიმე ღირებულის თქმა გაუჭირდა.


„გუშინ, როგორც ჩანს, მაინც ჰქონდათ იმედი, რომ ცოტა მეტი ადამიანი მივიდოდა, ამ შემთხვევაში შესაძლოა, ცოტა უფრო ომახიანი ყოფილიყო ზურაბიშვილის გამოსვლა, თუმცა 3000 კაცის ფონზე მას გაუჭირდა რაიმე ღირებულის თქმა. ეს არის რადიკალური ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა, არაფრის რესურსი არ აქვთ, არც რადიკალიზაციის, არც არჩევნებში მონაწილეობის მიღების, არაფრის რესურსი აღარ აქვთ, აქამდე მიიყვანეს საკუთარმა პატრონებმა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031