გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან განათლების სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

28-05-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს უმაღლესი განათლების ფარგლებში მინიჭებული კვალიფიკაციების აღიარების მიმართულებით თანამშრომლობასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

  

დოკუმენტს ხელი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრმა ჰუაი ძინფენგმა მოაწერეს.

  

დოკუმენტი ითვალისწინებს დიპლომების/სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მიზნით პარტნიორობას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების განხორციელების და სხვა მნიშვნელოვანი ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების შემუშავების კუთხით.

  

ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები  განიხილეს. აღინიშნა, რომ უმაღლესი განათლების გარდა, თანამშრომლობის გაფართოება შეეხება ზოგადი და პროფესიული განათლების მიმართულებებსაც.

  

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ბაია კვიციანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძე და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს წარმომადგენლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031