გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აგვისტო 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი აბაშიშვილი: Fitch Ratings-მა მორიგი ეკონომიკური დეზინფორმაცია/მითი გააქარწყლა და საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ „BB“ დონეზე დაადასტურა

31-05-2025

სულ რამდენიმე საათის წინ სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა მორიგი ეკონომიკური დეზინფორმაცია/მითი გააქარწყლა! - ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.


როგორც აბაშიშვილი აცხადებს, Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ „BB“ დონეზე დაადასტურა, 2025 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს 5.3-დან 5.6 პროცენტამდე ზრდის, ხოლო, ინფლაციას, მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ - 3.2 პროცენტზე პროგნოზორებს. “სულ რამდენიმე საათის წინ სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა მორიგი ეკონომიკური დეზინფორმაცია/მითი გააქარწყლა!


მითი საქართველოს ეკონომიკა 2025-ის მინუს 2 ან მინუს 3.4 პროცენტის შემქმნელები ამბობდნენ: „დიდი შანსია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი შეამციროს“ - იანვარი რეალობა/ფაქტი - Fitch-ის 30 მაისის განახლება


• საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ „BB“ დონეზე დაადასტურა

• Fitch ზრდის საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს 5.3-დან 5.6 პროცენტამდე

• Fitch ინფლაციას მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ - 3.2 პროცენტზე პროგნოზორებს“, - წერს გიორგი აბაშიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031