გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, აგვისტო 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალექსანდრე წულაძემ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

1-06-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ სკოლის მოსწავლეებსა და ყველა პატარას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.

 

მინისტრმა 169-ე საჯარო სკოლაში გამართულ სახალისო, შემეცნებით აქტივობებში მიიღო მონაწილეობა და მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

 

ალექსანდრე წულაძე:  “გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! მინდა  ლაღი, ბედნიერი წლები და ოცნებების ახდენა გისურვოთ.

განსაკუთრებით გილოცავთ მშობლებს, მასწავლებლებს და ყველას, ვინც საკუთარი ცხოვრება დაუკავშირეთ მომავალი თაობების აღზრდას.

 

ბავშვების მხარდაჭერა, პატივისცემა და მათ ბედნიერ, ჯანსაღ გარემოში აღზრდა ჩვენი უმთავრესი საზრუნავია.

 

ცოდნა არის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ინვესტიცია, შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მომავალ თაობას საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისთვისა და თვითრეალიზებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო შევუქმნათ.

 

ბავშვებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის იმედი - ის თაობა, რომელიც  ქმნის საქართველოს ხვალინდელ დღეს. გვჯერა თქვენი შესაძლებლობების, თქვენი ნიჭიერებისა და უკეთესი მომავლის!”

 

მინისტრმა საუბრისას განსაკუთრებით გამოყო ის ფაქტი, რომ 169-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გახლავთ ხვიჩა კვარაცხელია და დამსწრე საზოგადოებას მისი გამარჯვება მიულოცა.

 

სიმბოლურია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გუშინდელი გამარჯვების შემდეგ,  დღეს სწორედ მის სკოლაში ვიმყოფებით. ვულოცავ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ მოვლენას - ხვიჩა კვარაცხელიას გამარჯვება, მთელი საქართველოს გამარჯვებაა!“

განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.


169-ე საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილო და დიდუბის რაიონის გამგებელი ზურა უგულავა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031