გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განვითარება შეუფერხებლად მიმდინარეობს

3-06-2025

„ჩვენ ფრთხილად ვარჩევთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კერძო პარტნიორს. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ დრო არ იკარგება და პროექტის განვითარება შეუფერხებლად მიმდინარეობს. ", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ამ საკითხზე საუბრისას.


„ამაზე ბევრია სათქმელი - თუ რატომ შეიძლება დასჭირდეს ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ერთი წელი, ან რამდენიმე თვე - იმისთვის, რომ ჩვენ პორტში მივიღოთ საუკეთესო მოცემულობა. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალური პასუხისმგებლობით ეკიდება ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების და კრიტიკული საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარებას განსხვავებით სამწუხაროდ, ძალიან უპასუხისმგებლო პრივატიზებებისა, რომლებიც ჩვენ წლების განმავლობაში გვქონდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.


ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის პროცესი 2024 წლის სექტემბერში დაიწყო და მას ბელგიური კომპანია „Jan De Nul" აწარმოებს. ნავსადგურის პირველი ფაზის მშენებლობით წელიწადში დამატებით სულ მცირე 600 ათასი კონტეინერის გადამუშავების შესაძლებლობა გაჩნდება. ამასთან, ნავსადგური აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიებით, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის შესაძლებლობები და პოტენციალი. საქართველოს მთავრობის პროგნოზით, ანაკლიის პორტი პირველი გემების მიღებას უკვე 2029 წლიდან შეძლებს.


„ასე რომ, დათქმულ ვადებში ჩვენ გვექნება ახალი, თანამედროვე და საქართველოს საჭიროებებზე მორგებული პორტი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031