გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 26, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 10 პირი

4-06-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, - ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. 


უწყების ცნობით, დაკავებულია 10 პირი.


„ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1984 წელს დაბადებული შ.ბ., 1996 წელს დაბადებული ო.ბ., 1990 წელს დაბადებული გ.კ., წარსულში ნასამართლევი პირები: 1993 წელს დაბადებული ა.გ., 1980 წელს დაბადებული თ.წ., 1997 წელს დაბადებული გ.შ., 1981 წელს დაბადებული მ.ხ. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1998 წელს დაბადებული ს.ე., 1998 წელს დაბადებული ს.ა., და 2005 წელს დაბადებული ე.ქ.


დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს - პისტოლეტები, რევოლვერები, სანადირო თოფი, მჭიდები და ვაზნები.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031