გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აგვისტო 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ევროკრატების ღია მითითება „ნაცრადიკალებს“: მოემზადეთ ადგილობრივი არჩევნებისთვის, წესით, სექტანტები ახლა უნდა შეეშვან ერთმანეთთან ჩვეულ კინკლაობას და დაიწყონ მორიგი ქაჯური საარჩევნო კამპანია

4-06-2025

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიურ ანგარიშში არსებულ ჩანაწერს აფასებს, სადაც აღნიშნულია, რომ "2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა. შედეგად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში."


ანალიტიკოსის განცხადებით, ეს არის ევროკრატების მიერ რადიკალური ოპოზიციისთვის ღია მითითება, რომ ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადონ. ის ვარაუდობს, რომ სექტანტები მორიგ "ქაჯურ საარჩევნო კამპანიას" დაიწყებენ.


„ევროკრატების ღია მითითება ნაცრადიკალებს - მოემზადეთ ადგილობრივი არჩევნებისთვის. წესით, სექტანტები ახლა უნდა შეეშვან ერთმანეთთან ჩვეულ კინკლაობას და დაიწყონ მორიგი ქაჯური საარჩევნო კამპანია. რა ტყუილად ილაპარაკა ევროპარლამენტში ჩიქორთული ინგლისურით "უბორნიის" მწერალმა ლაშა ბუღაძემ. "ხალიავა პაეზდკა" შერჩა ევროპაში," - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031