გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ მარნეულში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი

5-06-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი: 2003 წელს დაბადებული ე.მ. და 2005 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. 


უწყების ცნობით, ე.მ.-ს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, ხოლო რ.გ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებითაა დაკავებული.


დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


„გამოძიებით დადგინდა, რომ ე.მ.-მ მიმდინარე წლის 4 ივნისს, მარნეულში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, 1998 წელს დაბადებულ ვ.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა,რის შემდეგაც რ.გ.-სთან ერთად მიმალვას შეეცადა, თუმცა ორივე მათგანი პოლიციამ ბრალდებულის სახით დააკავა.


დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.


სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031