გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბენიამინ ნეთანიაჰუ ირაკლი კობახიძეს: ისრაელსა და საქართველოს განსაკუთრებული კავშირები აქვთ, რაც ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ღრმა ისტორიულ კავშირებს ეფუძნება

6-06-2025

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელსა და საქართველოს საუკუნეებია, განსაკუთრებული კავშირები აქვთ, რაც საერთო ღირებულებებსა და ღრმა ისტორიულ კავშირებს ეფუძნება.


„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ისრაელის სახელმწიფოს სახელით, გულთბილად ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს.


ისრაელსა და საქართველოს საუკუნეებია, განსაკუთრებული კავშირები აქვთ, რაც ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ღრმა ისტორიულ კავშირებს ეფუძნება.


ბოლო წლებში ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო კავშირები ტურიზმის მკვეთრი ზრდითაც ხასიათდება, რაც კულტურული გაცვლისა და ურთიერთსასარგებლო საქმიანობის მნიშვნელოვანი საშუალებაა.


ვსარგებლობ შესაძლებლობით და მადლიერებას გამოვხატავ ტოლერანტობისთვის, რომელსაც თქვენ და თქვენი მთავრობა იჩენთ საქართველოში ებრაული თემის მიმართ. გისურვებთ წარმატებებსა და კეთილდღეობას“, - აღნიშნავს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მისალოც წერილში, რომელიც ირაკლი კობახიძემ მიიღო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031