გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვალერი შოშიაშვილი: პროკურატურის ოთახში, სადაც 12 საათი ვიყავი, მთელი კედელი დაფარული იყო ჩემი ოჯახის წევრების - მცირეწლოვანი შვილების, მეუღლის და დის სურათებით

6-06-2025

„[პროკურატურის შენობაში] ოთახში, სადაც 12 საათი ვიყავი,მთელი კედელი დაფარული იყო ჩემი ოჯახის წევრების სურათებით, ჩემი მცირეწლოვანი შვილების, მეუღლის და დის სურათით და მაყურებინებდნენ ამ პროცესს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ბიზნესმენმა ვალერი შოშიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.


როგორც შოშიაშვილმა აღნიშნა, იმ დროს პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობაზე მყოფი ბექა ბასილაია ეუბნებოდა, რომ მისი ოჯახის ქონება თავიდან ბოლომდე, კონკრეტულ პიროვნებაზე უნდა გადაფორმებულიყო.


„ბექა ბასილაია მეუბნებოდა, რომ ქონება, რომელიც ჩვენს ოჯახს ჰქონდა შეძენილი, უნდა ყოფილიყო გადაფორმებული კონკრეტულ პიროვნებაზე - აბსოლუტურად ყველაფერი თავიდან ბოლომდე, მაგრამ, ამ ქონებასთან ერთად, იქ იყო ჩემი დის ოჯახის ქონებაც. ბასილაიამ თქვა, რომ იცოდა [ჩემი ქონება] იყო იპოთეკით დატვირთული და მაშინვე მიიღო სატელეფონო ზარი და გადახდის ფორმას რამდენიმე დღეში მეტყოდა. იქიდან გაურკვეველ მდგომარეობაში გამოვედი.


ჩემმა მშობლებმა არ იცოდნენ იმ 12 საათის განმავლობაში სად ვიყავი, იმიტომ, რომ შევედი და 12 საათი შენობიდან აღარ გამოვდივარ. დამხვდა დედა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო, სამწუხაროდ ცოცხალი აღარ არის ახლა, ამბობდა, რომ ხიდის ქვეშ ვიცხოვრებ, ოღონდ შენ არაფერზე ინერვიულო და მყავდე კარგად - ამავე მდგომარეობაში იყო მამა. შემდეგ, უკვე დედა და მამა მეუბნებიან, რომ მოდი, ყველაფერზე დავთანხმდეთ, თორემ, გაგვანადგურებენ, შენი სიცოცხლე ყველაფერს გვირჩევნიაო“, - განაცხადა ვალერი შოშიაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031