გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აგვისტო 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები შოტლანდიაში სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ

6-06-2025

საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები მოკავშირე ძალების ფონდის (Allied Forces Foundation) ეგიდით გამართულ მარშირებაში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


მათივე ცნობით, სპორტული ღონისძიება „მარშირება რთულ რელიეფზე“ შოტლანდიის ქალაქ პერზირში ტარდება და მასში აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ავსტრალიის, კანადის, დანიისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.


საქართველოს დელეგაცია ჯგუფის ხელმძღვანელის, თავდაცვის სამინისტროს სპორტული სამსახურის წარმომადგენლის, ზურაბ ჩაჩანიძის ხელმძღვანელობით, შოტლანდიაში უკვე გაემგზავრა.


„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები - ვიცე-პოლკოვნიკი ბეჟან მეტრეველი, ვიცე-პოლკოვნიკი დავით ცენტერაძე, უფროსი სერჟანტი ზურაბ დავითოშვილი, უმცროსი სერჟანტი როლანდ მარტიროსოვი, კაპრალი ლერი გიკაშვილი და ზურაბ ჩაჩანიძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი უჯმაჯურიძემ და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებმა გააცილეს და წარმატებები უსურვეს.


შოტლანდიაში გამგზავრებამდე დაჭრილმა სამხედროებმა ორთვიანი ინტენსიური მოსამზადებელი პერიოდი საქართველოში გაიარეს. ღონისძიება მიზნად ისახავს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში მხარდაჭერას. ტურნირი მსგავსი გამოცდილების მქონე სამხედროებთან კონტაქტის დამყარებასა და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობას წარმოადგენს.


ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მასში ქართველი სამხედროები რეგულარულად მონაწილეობენ“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031