გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვიზიტორთა მოსაზიდად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამხრეთ კორეულ კომპანიებთან თანამშრომლობას იწყებს

6-06-2025

სამხრეთ კორეაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SITF მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემოლაპარაკებები გამართა კორეის წამყვანი ტურისტული, მარკეტინგული კომპანიებისა და მედია მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. კორეაში საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით და ამ ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების მოსაზიდად შეხვედრები შედგა ჰანჯინგ თრეველისა და ჰერალდ მედიას ხელმძღვანელებთან.


„საქართველო Hanjin Travel-ისთვის ძალიან კარგი პარტნიორია.  სწორედ ამიტომ ჩვენმა კომპანიამ თქვენი ქვეყნის მიმართულებით ჩარტერული პირდაპირი ფრენები შეასრულა. საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა კორეელი მოგზაურებისთვის და ჩვენი კომპანია უფრო მეტი მოგზაურის გაგზავნას ცდილობს საქართველოში. შესაძლოა მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ჩარტერული ფრენა შევასრულოთ საქართველოს მიმართულებით. ჩვენ ვგეგმავთ საქართველოში სხვადასხვა ტურისტული პროდუქტების შექმნას,  ევროპული ქალაქების რეგულარული რეისები საშუალებით“-განაცხადა შეხვედრის შემდეგ Hanjin Travel-ის პრეზიდენტმა ლი იანგუნმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031