გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2025 წლის მაისის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 66.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

6-06-2025

2025 წლის მაისის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 66.7 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 4.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 


„საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე.


აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სები რეზერვების შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვის, მარტში 101.7 მლნ-ისხოლო აპრილში 266.4 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორციელდა. ჯამურად, 2025 წლის იანვარ-აპრილში წმინდა შესყიდვებმა 368.1 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების მაისის სტატისტიკა კი 25 ივნისს გამოქვეყნდება.


2025 წლის მაისის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.4%-ს (752.1 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 252.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.


საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 7 ივლისს გამოაქვეყნებს“, - ნათქვამია სების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031