გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალქალაქში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს

7-06-2025

ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს.


დღეიდან ისინი თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი სამხედრო მოსამსახურეები არიან და კონტრაქტის ფარგლებში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში იმსახურებენ. რეკრუტებს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით დასრულება ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ მიულოცა და საქართველოს თავდაცვის ძალებში ღირსეული სამსახური უსურვა.


რეკრუტებმა რვა კვირის განმავლობაში გაიარეს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT), რომლის ფარგლებშიც განივითარეს ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო უნარები და შეისწავლეს საერთო საჯარისო წესდებები.


ფიცის დადების ცერემონიას საბრძოლო მომზადების ცენტრის ხელმძღვანელი პირები, რეკრუტების მშობლები და ოჯახის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე ახალციხისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების შვიდი საჯარო სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.


ღონისძიების შემდეგ სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ  სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურას გაცნობოდნენ, დაეთვალიერებინათ სამხედროების საცხოვრებელი პირობები, სპორტული კომპლექსი, ბრიგადის აღჭურვილობა და ტექნიკა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031