გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 22, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იტალია, თურქეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, უკრაინა, ემირატები, კორეა, იაპონია, ფილიპინები, გერმანია, ირანი, რუმინეთი, ინდოეთი, ტაილანდი - ივნისი-ივლისი სრულად დაჯავშნილია - ქართველი გიდი არსებულ მოთხოვნაზე

7-06-2025

ივნისი-ივლისი უკვე სრული დაჯავშნილია და აგვისტოზეც აქტიურად შემოდის ჯავშნები, - აცხადებს გიდი ქეთევან ახობაძე. მისი თქმით, სტუმრების და ზოგადად ტურისტების გეოგრაფია საკმაოდ მრავალფეროვანია. გიდის განმარტებით, საქართველოში უცხოელი ტურისტების მხრიდან კულტურულ ტურიზმზე დიდი მოთხოვნაა.


„აპრილის დასაწყისიდან მოყოლებული, მაისი სრული დატვირთვით ვიმუშავეთ, ივნისი-ივლისი უკვე სრულად დაჯავშნილია და აგვისტოშიც არის უკვე ჯავშნები. რეალურად ჯავშნების გაკეთება 3 კვირით ადრე ხდება და კიდევ ველოდებით აგვისტოში ტურებს. ძალიან მოთხოვნადად კულტურულ ტურიზმს გამოვყოფდი, თუმცა ყველა მიმართულება მოთხოვნადია. ამჟამად პილიგრიმულ ჯგუფს ვმასპინძლობ რუმინეთიდან, რელიგიური ტურია უფრო, მანამდე იტალიელების ჯგუფი მყავდა ღვინის და ზოგადი ტურიზმის მიმართულებით. მე ინგლისურენოვანი გიდი ვარ და შესაბამისად ვინც ინგლისურად საუბრობს პოტენციური სტუმარია.


ჩემი გამოცდილებიდან გამოვყოფდი აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას, შვეიცარიელების ჯგუფი ჩამომდის ივნისის ბოლოს, ასევე ამერიკელების ჯგუფს ველოდები. საკმაოდ შერეულია აზია და ახლო აღმოსავლეთი, ისრაელიდან ძალიან ბევრ ტურისტსა ვმასპინძლობ, ამ ქვეყნიდან კორპორატიული ჯგუფები სჭარბობს. კონკრეტულ პროდუქტს ასე ვერ გამოვყოფ, მაგრამ ზოგადი დაფარვა კულტურულ ტურიზმზე მოდის.


იტალია, თურქეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, უკრაინა, რუსეთი, ემირატები, კორეა, იაპონია, ფილიპინები, საქართველო, აზერბაიჯანი, გერმანია, რუსეთი, ირანი, რუმინეთი, ინდოეთი, ტაილანდი - მცხეთის ჯვარზე დღევანდელი ტურისტული სტატისტიკა და აბსოლუტური გაუმტარობა...", - აცხადებს ქეთევან ახობაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031