გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაენის ბაღში სამხედრო ორკესტრის საიუბილეო კონცერტი გაიმართა

8-06-2025

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრს დაარსებიდან 33 წელი შეუსრულდა. ორკესტრმა იუბილე დედაენის ბაღში კონცერტით აღნიშნა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე შვილებთან ერთად, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. დედაენის ბაღში სამხედრო ორკესტრის კონცერტს ბაღში მყოფი მოქალაქეები და უცხოელი ტურისტებიც დაესწრნენ.


ორკესტრის მიერ შესრულებული მარშის აკომპანირებით საპატიო ყარაულის სამხედროებმა საჩვენებელი გამოსვლა გამართეს. სასულე ორკესტრის მუსიკოსებმა დასარტყამი და ჩასაბერი ინსტრუმენტებით ცნობილი ქართული და უცხოური კომპოზიციები, კინოფილმების საუნდტრეკები, მარშები და ქართული ჯაზ-კომპოზიციები შეასრულეს.


სამხედრო ორკესტრი 1992 წელს შეიქმნა. თავდაპირველად, ორკესტრის რეპერტუარში სახელმწიფო ჰიმნები და სამხედრო მარშები შედიოდა. დღეს მუსიკოსები მსოფლიოში აღიარებული კომპოზიტორების კლასიკურ და თანამედროვე ნაწარმოებებსაც ასრულებენ. სამხედრო ორკესტრი ოფიციალური ღონისძიებების გარდა, არაერთ საკონცერტო გამოსვლასა და ფესტივალში მონაწილეობს. 2013 წლიდან სამხედრო ორკესტრს ვიცე-პოლკოვნიკი კობა მერმანიშვილი ხელმძღვანელობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031