გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: პარტიის თავმჯდომარის ქმარი მოიტაცეს და განცხადება მაშინვე კი არ გააკეთა ბოკუჩავამ, დაელოდა დღეების გასვლას და ახლა გვამცნო?! შს მინისტრი გარია საქმეში - გელა გელაძე რაღა შუაშია, ასეთი პრიმიტიული მეთოდებით ცდილობენ დისკრედიტაციას?

9-06-2025

პარტიის თავმჯდომარის ქმარი მოიტაცეს და განცხადება მაშინვე კი არ გააკეთა ბოკუჩავამ, დაელოდა დღეების გასვლას და ახლა გვამცნო?! დიდი ალბათობით, „მოდულის“ შენობაში გამოამწყვდიეს, ტანით იგრძნო კოტიკომო?! რა სერიოზული განმარტება უნდა გააკეთო ამათ სიგიჟეზე? - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.


როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, სინამდვილეში - ბოკუჩავას იმდენად შეუდგა წყალი „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომ სკანდალი უნდა დადგას. გამოიგონა ქმრის გატაცება და ძლიერ არგუმენტად 7 წლის წინ გაკეთებული ბინძური განცხადების სინანულით „აპრავებს“ ვითომ გატაცებას, რომ ხალხი დააჯეროს - აი, მის ოჯახს როგორ „ატერორებენ“.


„სიგიჟის მასშტაბია ისეთი, წარმოდგენაც რომ გაგიჭირდება ადამიანს... ადამიანი მოიტაცესო, ფიზიკური კვალი არ ეტყობა, მაგრამ იძალადეს და განცხადება გააკეთებინეს შანტაჟის ქვეშო... მდააა... ანუ - პარტიის თავმჯდომარის ქმარი მოიტაცეს და განცხადება მაშინვე კი არ გააკეთა ბოკუჩავამ, დაელოდა დღეების გასვლას და ახლა გვამცნო?! დიდი ალბათობით, „მოდულის“ შენობაში გამოამწყვდიეს, ტანით იგრძნო კოტიკომო?! რა სერიოზული განმარტება უნდა გააკეთო ამათ სიგიჟეზე? შინაგან საქმეთა მინისტრი გარია საქმეში - გელა გელაძე რაღა შუაშია, ასეთი პრიმიტიული მეთოდებით ცდილობენ დისკრედიტაციას? სინამდვილეში - ბოკუჩავას იმდენად შეუდგა წყალი „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომ სკანდალი უნდა დადგას. გამოიგონა ქმრის გატაცება და ძლიერ არგუმენტად 7 წლის წინ გაკეთებული ბინძური განცხადების სინანულით „აპრავებს“ ვითომ გატაცებას, რომ ხალხი დააჯეროს - აი, მის ოჯახს როგორ „ატერორებენ“... არ გამიკვირდება, ჯო უილსონს რომ გააკეთებინოს განცხადება. რა დონეზე ხართ დასულები, ატყობთ?!“, - წერს ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031