გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ჯაში: მეორე ტურისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

8-11-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მარიამ ჯაშის განცხადებით, მმართველი გუნდისაგან მხარდაჭრილი პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი არჩევნების მეორე ტურის ოფიციალური თარიღის გამოცხადების შემდეგ წინასაარჩევნო აქტიურ და ეფექტურ კამპანიას დაიწყებს.

 

მან საზოგადოებას არჩევნების მეორე ტურში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა.

 

„ბუნებრივია, მეორე ტურისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ძალიან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩვენ  ოფიციალურად მეორე ტურის თარიღის გამოცხადებას ველოდებით, რის შემდეგაც ქალბატონი სალომე ძალიან აქტიურ, ძალიან ეფექტურ კამპანიას დაიწყებს და პარალელურ რეჟიმში უკვე დაწყებულია სამუშაო შეხვედრები რეგიონებში, რომ მაქსიმალურად ჩვენ ყველა რეგიონს ვეწვიოთ და ჩვენი სათქმელი მივიტანოთ ხალხამდე, იმ გზავნილის საპასუხოდ, რომელიც ჩვენ პირველ ტურში მივიღეთ და დარწმუნებულები ვართ, რომ მეორე ტური  დამაჯერებელი გამარჯვება იქნება...

 

ქალბატონი სალომე „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერთან კონსულტაციებში ყოველდღიურ რეჟიმშია  ჩართული და როგორც მოგახსენეთ, კამპანიის მეორე ფაზა  უახლოეს პერიოდში დაიწყება, როგორც კი არჩევნების მეორე ტურის თარიღი ოფიციალურად გახდება ცნობილი და ეს  ნამდვილად ძალიან ეფექტური, წარმატებული კამპანია იქნება და ბუნებრივია, ჩემი მთავარი მესიჯი, როგორც ერთი პარლამენტარის, არის მოსახლეობის მიმართ  თხოვნა, რომ მეორე ტურში მაქსიმალური ჩართულობა იყოს. ეს არის ჩვენი ღირსების არჩევანი და გთხოვთ, რომ მეორე ტურში მაქსიმალურად ყველა ჩვენგანმა მივიღოთ მონაწილეობა“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031