გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივნისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ძველ იპოდრომთან ესტაკადის მოწყობაზე ტენდერი გამოცხადდა

19-01-2018

თბილისში, ძველ იპოდრომთან ესტაკადის მოწყობაზე ტენდერი გამოცხადდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 2,9 მილიონი ლარია.

პროექტი ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობას გულისხმობს. შედეგად, ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩიდან თამარაშვილის მიმართულებით გადაადგილება ესტაკადით იქნება შესაძლებელი. შეფერხების გარეშე განხორციელდება მოძრაობა ყაზბეგის გამზირიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის (საბურთალოს ახალი გზა) მიმართულებით.

საპროექტო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ არსებული სატრანსპორტო კვანძი ვერ უზრუნველყოფს სატრანსპორტო ნაკადების გატარებას, ხშირად არის საცობები, ავტოსაგზაო შემთხვევები და პიკის საათებში მოძრაობა თითქმის პარალიზებულია.

ტენდერში მონაწილეთა განაცხადების მიღება 3 თებერვალს დაიწყება და 8 თებერვალს დასრულდება. სამუშაო წერილობითი დავალების მიცემიდან 150-დღიან ვადაში უნდა შესრულდეს.

პროექტის განხორციელება 2016 წელს იგეგმებოდა, თუმცა ტერიტორიის ნაწილი კერძო საკუთრებაში იყო, რის გამოც ესტაკადის მშენებლობა შეფერხდა.


1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30