გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
გურჯაანში, სოფელ ვეჯინში საბავშვო ბაღის მენეჯერი სამსახურიდან გაათავისუფლეს

8-11-2018

სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაღის მენეჯერი სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი ლელა თევდორაშვილი განმარტავს, სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი დისციპლინური ნორმების დარღვევა გახდა. ირკვევა, რომ თამარ სიბაშვილს საყვედური მიმდინარე წლის აპრილში გამოუცხდეს და არსებული პრობლემების მოგვარება დაავალეს.


ლელა თევდორაშვილის განმარტებით, 37-ე საბავშვო ბაგა-ბაღის უსაფრთხო და სათანადო ფიზიკურ-ინფრასტრუქტურული გარემოს, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, დასაქმებული პერსონალის შრომის დისციპლინისა და კვების ორგანიზაციული წესების შესწავლა მიმდინარეობს.


„საბავშვო ბაღების მენეჯერებს გაფრთხილება მისცეს და ხარვეზის უმოკლეს დროში აღმოფხვრა დაავალეს, თუმცა ეს მითითება არ შეასრულა სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაგა-ბაღის მენეჯერმა თამარ სიბაშვილმა, რის გამოც ის დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გამოიკვეთა, რომ მიზეზი ბავშვთა კვების, საკვები პროდუქტების შენახვისა და მომზადების პირობების, ასევე, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, უსაფრთხოების ზომები და შრომის დისციპლინური ნორმების დაუცველობაა“, - განმარტავს ლელა თევდორაშვილი.


გურჯაანის მუნიციპალიტეტის 37 საბავშვო ბაგა-ბაღში შემოწმება მერიის შიდა აუდიტის სამსახურის 2018 წლის სამოქმედო გეგმის საფუძველზე მიმდინარეობს.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930