გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან კოჭლოშვილი: რა გასაკვირია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ბრიუსელის ბიუროკრატებისადმი ნდობა მკვეთრად შემცირდა - სააკაშვილს დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებენ, ხოლო პოლიციელზე მოძალადე მზია ამაღლობელს პოლიტიკურ პატიმრად

19-06-2025

რა გასაკვირია, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ბრიუსელის ბიუროკრატებისადმი ნდობა მკვეთრად და საგრძნობლად შემცირდა. საგამოძიებო კომისიის პროცესების მიმდინარეობის პარალელურად, ბრიუსელის ბიუროკრატები 2012 წელს სასტიკად დამარცხებულ, სისხლიანი და ადამიანების მჩაგვრელი რეჟიმის შემქმნელსა და ფუძემდებელს, მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებენ, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გმირად რაცხავენ და დაუყოვნებლივ ითხოვენ მის გათავისუფლებას, ხოლო პოლიციელზე მოძალადე მზია ამაღლობელს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ და ამ საკითხზე სპეციალურ რეზოლუციასაც იღებენ, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი.


მისი თქმით, ევროპელი ბიუროკრატები დიდი ხანია აღარ წარმოადგენენ ცივილიზებულ, სამართლიანობისა და ჭეშმარიტი დემოკრატიული პრინციპებზე დამყარებულ ევროპას, რომლის მოკავშირე და კავკასიაში ერთადერთი საიმედო დასაყრდენია საქართველო ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე.


„რა გასაკვირია, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ბრიუსელის ბიუროკრატებისადმი ნდობა მკვეთრად და საგრძნობლად შემცირდა. საგამოძიებო კომისიის პროცესების მიმდინარეობის პარალელურად, ბრიუსელის ბიუროკრატები 2012 წელს სასტიკად დამარცხებულ, სისხლიანი და ადამიანების მჩაგვრელი რეჟიმის შემქმნელსა და ფუძემდებელს, მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებენ, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გმირად რაცხავენ და დაუყოვნებლივ ითხოვენ მის გათავისუფლებას, ხოლო პოლიციელზე მოძალადე მზია ამაღლობელს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ და ამ საკითხზე სპეციალურ რეზოლუციასაც იღებენ.


ევროპელ ბიუროკრატების ლიბერალური ფაშიზმის დამკვიდრებისა და ტირანიის აქტიური პოპულარიზაციის შემდეგ, მათდამი ქართველი ხალხის ასეთი დამოკიდებულება არა თუ გასაკვირია, არამედ მოსალოდნელიც და ზოგჯერ საკმაოდ რბილიც. ევროპელი ბიუროკრატები დიდი ხანია აღარ წარმოადგენენ ცივილიზებულ, სამართლიანობისა და ჭეშმარიტი დემოკრატიული პრინციპებზე დამყარებულ ევროპას, რომლის მოკავშირე და კავკასიაში ერთადერთი საიმედო დასაყრდენია საქართველო, ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე.


იმ წამიდან, როდესაც სამართლიანობის პრინციპი დაბრუნდება ევროპელ ბიუროკრატებში და ისინი რეალურად დაგმობენ ტირანიას, საქართველოს დამოკიდებულება კვლავ შეიცვლება. ამავე დროს ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთგული რჩევა ჭეშმარიტად ევროპული, უძველესი ქრისტიანული ღირებულებებისა და ფასეულობების ერთგული“, - წერს ლევან კოჭლოშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031