გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აგვისტო 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ ვაყაში სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

20-06-2025

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაყას ტერიტორიაზე ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან  ტაშისკარის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელი არხის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.


ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის, რაც წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად, 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სამელიორაციო მომსახურება გაუმჯობესდება და აგროწარმოების შესაძლებლობა  გაიზრდება.


ექსპლუატაციის პროგრამით მიმდინარე სამუშაოები  დასრულების ეტაპზეა.


აღსანიშნავია, რომ დღეისათვის შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურული 6 პროექტი მიმდინარეობს. შედეგად, წყალუზრუნველყოფა 11,870 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031