გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკატერინე მიქაბაძე: პენსიების ზრდა 400 ლარამდე ნიშნავს ბიუჯეტში დამატებით მილიარდ ცხრაას მილიონი ლარის მობილიზებას, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია

8-11-2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, 400 ლარამდე პენზიის ზრდა დამატებით მაღალი თანხების მობილიზებასთანაა დაკავშირებული, რაც ქვეყნისთვის, პრაქტიკულად, შეიძლებელია.

 

ეს განცხადება მან 400-ლარამდე პენსიის გაზრდის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის დაპირების პასუხად გააკეთა.

 

„პენსიების ზრდა 400 ლარამდე ნიშნავს ბიუჯეტში დამატებით  მილიარდ ცხრაას მილიონი ლარის მობილიზებას, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია. საერთოდ, რომ აღარ გადაუხადოს სახელმწიფომ ხელფასი ჯარისკაცებს, მასწავლებლებს, პოლიციას და სხვა ნებისმიერ მოხელეს, რომელიც ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს, ამ შემთხვევაშიც კი თანხა, რომლის მობილიზება არის შესაძლებელი, 880 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება, რაც საგრძნობლად ნაკლებია 1,9 მილიარდ ლარზე,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

 

მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე აქვს დაანონსებული და ბიუჯეტში გათვალისწინებული საბაზისო პენსიების ზრდა 20 -20  ლარით 2019 - 2020 წლებში. მეტიც, მისი თქმით, მომდევნო წლებში საბაზისო პენსიის ზრდა შესაბამის კანონშია გაწერილი, რაც მისი მუდმივი ზრდის გარანტიას ქმნის.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930