გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირლანდიელი სენატორი: არც თუ ისე შორეულ მომავალში, ჩვენ საქართველოს ტერიტორიებს გამთლიანებულს ვიხილავთ

9-11-2018

ირლანდიელი სენატორები საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლებით შეშფოთებას გამოთქვამენ და  საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ. ირლანდიის სენატის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პარალელურად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დააფიქსირეს და სენატორებმა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმეს.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სენატორ დერმუდ უილსონის განცხადებით იგი  საქართველოში მავთულხლართების გავლებით და გაყოფილი ოჯახებით შეძრწუნებილია.  საკუთარ გამოსვლაში მან საქართველოში განხორციელებული ვიზიტი გაიხსენა.

 

“ჩვენ საკუთარი თვალით ვიხილეთ საზღვარზე არსებული მდგომარეობა.  სულის შემძვრელი იყო მავთულხლართებით გახლეჩილი ოჯახები. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დახმარების ხელს უწვდის მათ. უნდა აღინიშნოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და მათ შორის ირლანდიელი მონიტორების დამსახურებაც, რომლებიც ადგილზე სიტუაციას ყოველდღიურ რეჟიმში მონიტორინგს უწევენ. იმედი მაქვს, რომ სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია თავის წვლილს შეიტანს და ერთ დღეს, არც თუ ისე შორეულ მომავალში, ჩვენ  საქართველოს ტერიტორიებს გამთლიანებულს და მის ხალხს გაერთიანებულს ვიხილავთ ” - განაცხადა სენატორმა დერმუდ უილსონმა.

 

 

შეგახსენებთ, ირლანდიის სენატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ/Motion on support for the territorial integrity of Georgia and its integration into the European Union“ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციას მხარი დაუჭირა. რეზოლუცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მისი შინაარსის, ტექსტში გამოყენებული ძლიერი ფორმულირებების და საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერის თვალსაზრისით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930