9-11-2018
2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 8 331 ხანძარი იყო რეგისტრირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 46 პროცენტით ნაკლებია. 2017 წლის იანვარ სექტემბერში რეგისტრირებული ხანძრების რაოდენობა 13 037 იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს 1tv ავრცელებს.
შემცირებულია ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობაც. 2017 წლის 9 თვეში ხანძრებს 53 ადამიანი ემსხვერპლა, მიმდინარე წლის 9 თვეში კი 37 ადამიანი.
2017 წლის იანვარ-სექტემბერში ხანძრებისგან 176 ადამიანი დაშავდა, წელს კი - 170.
გასული წლის სამ კვარტალში ხანძრით 421 შენობა-ნაგებობა განადგურდა, წელს კი, ეს რიცხვი 339-მდეა შემცირებული. ხანძრის შედეგად 2017 წლის იანვარ-სექტემბერში დაღუპული მსხვილფეხა საქონლის რაოდენობამ 70 შეადგინა, წელს კი - 27.
სტატისტიკურად, 2017 წელს ხანძრების რაოდენობა 2016 წელთან შედარებით გაზრდილი იყო.
16-11-2024
16-11-2024