გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
რამაზ საყვარელიძე: სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, გამორიცხული არ არის, მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციაც კი მოეხდინათ

12-11-2018

მიხეილ სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, გამორიცხული არ არის, მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციაც კი მოეხდინათ, - ამის შესახებ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

საყვარელიძე გამოეხმაურა პარლამენტის წინ, შვილმკვდარი მამების აქციას და არასამთავრობო სექტორის გამოხმაურებებს.

 

„რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის განცხადებებს მართლმსაჯულებასა და სხვა პრობლემებზე, კი, პრობლემები არსებობს და ამისთვის ხელისუფლება უნდა გავაკრიტიკოთ, მაგრამ ახლა ხომ ცხადია, რომ ბრძოლა მიდის არა შეცდომების გამოსასწორებლად, არამედ იმის დასაბრუნებლად, რაც სააკაშვილის მმართველობისას, 9 წლის წინ გვქონდა. ეს უნდათ, ის სტანდარტები სჯობს დღევანდელს?! ამ კონტექსტში თუ გაიაზრებენ თავიანთ განცხადებებს, იქნებ დაინახონ, რომ დღეს კი აკრიტიკებენ ხელისუფლების შეცდომებს, მაგრამ ამით შეიძლება გზა გაუხსნან პოლიტიკურ ძალას, რომელიც დანაშაულის ჩამდენია. ვეკითხები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გულში ჩაიხედონ და ისე თქვან, დღეს რომ სააკაშვილი იყოს ხელისუფლებაში, მაჩალიკაშვილს ვინმე ამოაღებინებდა ხმას?! არათუ ამდენს არავინ გააბედვინებდა, არ არის გამორიცხული, მისი ლიკვიდაციაც კი მოეხდინათ. გაიხსენეთ, რა მოხდა ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ, როცა ოჯახებს მიცვალებულები არ ატირეს, ან როგორ გაანადგურეს აფრასიძეების ოჯახი სვანეთში... იქნებ კარგად დავინახოთ, რა ძევს დღეს სასწორზე. ასევე ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რა რთულ პროცესში ვართ - წინ გვაქვს მეორე ტური და ყველა პასუხისმგებელია იმაზე, რომ ამ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიაროს. ზოგადად, ამაზრზენია იმის ყურება, როგორ ცდილობენ უბედურების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.


ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930