გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ ბათუმში მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

24-07-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1995 წელს დაბადებული ფ.ქ. და 1989 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


უწყების ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო-შეძენა-შენახვა - ტარება და განსაკუთრებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა -შენახვა.


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 21 ივლისს ღამის საათებში, ავტომობილით გადაადგილებისას ბათუმში მდებარე ერთ-ერთი კაზინოს მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სროლის შედეგად დაზიანდა კაზინოს კარი და ფასადის ნაწილი.


სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“.


ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ფ.ქ. და ი.გ. ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 239-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031