12-11-2018
"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ სპორტის დაფინანსების პროგრამები ფუფუნებაა. ამის შესახებ მან Deutsche Welle-სთან ინტერვიუში თქვა.
"ჩვენ ბიუჯეტში ხარჯებს შევამცირებთ. ეს სულელური ხარჯები, რომლებიც მხოლოდ იმისთვისაა, რომ არჩევნებზე გაიმარჯვონ. დაფინანსება ფეხბურთის პროგრამების, ბეისბოლის გუნდის, ჰოკეის ნაკრების - წარმოგიდგენიათ ეს იდეალიზმი? ამ თანხებს ჯანდაცვაში და სოციალურ პროგრამებში, განათლებასა და უსაფრთხოებაში გამოვიყენებთ", - თქვა ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძემ Deutsche Welle-სთან ინტერვიუში საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზეც გააკეთა განცხადებები.
ვაშაძემ ასევე შეაფასა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები, ისაუბრა სააკაშვილის და ყოფილი ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების შეწყალებაზე, ასევე მიხეილ სააკაშვილის მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ამასთან პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ის სააკაშვილისგან დამოუკიდებელია.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანია წარმოშობით ბელარუსმა პოლიტტექნოლოგმა ვიტალი შკლიაროვმა და რუსეთის მოქალაქეებმა წარმართეს. 7 კაციანი PR-ჯგუფი არჩევნების პირველი ტურის შედეგებს ვაშაძის შტაბში რუსული შეძახილებით ზეიმობდა. რუსეთის ყოფილი მოქალაქე გრიგოლ ვაშაძე და მისი პოლიტიკური ჯგუფი ამაში პრობლემას ვერ ხედავენ და ამტკიცებენ, რომ ოკუპანტი ქვეყნის პროექტს არა ისინი, არამედ მათი მთავარი ოპონენტი წარმოადგენს.
16-11-2024
16-11-2024