13-11-2018
მეტროს სადგურ „ისანში“ ლიანდაგებში მამაკაცი ჩავარდა. შემთხვევა 17:30 საათზე მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს, ადგილზე სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო გამოძახებული, თუმცა, მამაკაცს დახმარება არ დასჭირდა. იგი თავს კარგად გრძნობდა.
„ლიანდაგებში ჩავარდნილი მგზავრის ამოსაყვანად მოძრავი მატარებელი გვირაბშივე გაჩერდა, რის შემდეგაც ლიანდაგებზე ძაბვა მოიხსნა და მამაკაცი უვნებლად ამოიყვანეს“, – აცხადებენ კომპანიაში.
მომხდარის გამო მეტროპოლიტენში მოძრაობა 15 წუთით შეფერხდა.
16-11-2024
16-11-2024