გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
დევიდ კრამერი: საქართველოში ძალაუფლების კონსოლიდაცია შეშფოთების საფუძველს ქმნის

20-01-2018

როგორც უკვე ცნობილია, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუს“-მა თავისუფლების ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2017 წელს დემოკრატიის კუთხით მსოფლიოში უკუსვლაა. ანგარიშში საქართველოზეც იყო საუბარი. ანგარიშის შედეგებზე „ამერიკის ხმა“ დევიდ კრამერს ესაუბრა, რომელიც 2010-2014 წლებში "ფრიდომ ჰაუსის" პრეზიდენტი იყო.


- ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუს”-მა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა “თავისუფლება მსოფლიოში 2018,” სადაც აცხადებს, რომ მსოფლიოში თავისუფლების ხარისხი შემცირდა. ეს მოულოდნელი შედეგი, ალბათ, არ არის. თქვენ რას ფიქრობთ ამ ანგარიშზე?


- როგორც თქვენ თქვით, ანგარიშის შედეგი გასაკვირი არ არის. უკვე მე-12 წელია პოლიტიკური უფლებები და საზოგადოებრივი თავისუფლებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლებულობს. წლევანდელი ანგარიში, განსაკუთრებით, შეერთებულ შტატებს აკრიტიკებს. ამერიკამ მსოფლიოში ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე დამცველის როლი შეასუსტა და ამასთან შეწყვიტა იყოს მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის. ვფიქრობ, ეს შეშფოთების ლეგიტიმური მიზეზია. ამის გამო, ისეთი ავტორიტარული ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, პოზიციებს იმტკიცებენ და იერიშზე გადმოდიან.
(...)


- როგორ აფასებთ თავისუფლების ხარისხის მხრივ ვითარებას საქართვეოში?


- საქართველოში, განსაკუთრებით ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, შეშფოთების მიზეზი "ქართული ოცნების" მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციის მცდელობაა. თუმცა ჩემთვის გაუგებარია რისი გაკეთება სურს "ქართულ ოცნებას" ამ გაზრდილი ძალაუფლებით. მთავარი პრობლემა ისაა, რომ საკუთარი ძალის გაზრდით, მმართველი პარტია ოპოზიციისთვის ყოველგვარ შესაძლებლობას ზღუდავს რომ მათ მომავალში არჩევნებით, მშვიდობიანი გზით ხელისუფლებაში დაბრუნება შეძლონ.


- “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიში საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიუთითებს და იმას ასკვნის, რაც თქვენ თქვით - "ქართული ოცნება" ახლო მომავალში საკუთარი მმართველობის განმტკიცებისთვის იბრძვის. თქვენ რას ფიქრობთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე?


- საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშივილი ამ ცვლილებების წინააღმდეგი იყო. "ქართულ ოცნებაში" კი ვფიქრობ, ერთი კონკრეტული ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი - ყველაზე მეტად იყო დაინტერესებული ამ ცვლილებებით. მე იმ შეშფოთებას ვიზიარებ, რომელიც არა მხოლოდ "ფრიდომ ჰაუსმა", არამდედ ბევრმა სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივმა ორგანიზაციამ გამოხატა. ვფიქრობ ქართულმა საზოგადოებამ ამ საკითხს თვალი ყურადღებით უნდა ადევნოს.


- კიდევ ერთი თემა, რომელიც ანგარიშშია ნახსენები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქართველოდან სავარაუდო გატაცებას და აზერბაიჯანში ჩაყვანას ეხება. რა მნიშვნელობას ანიჭბთ ასეთ მასშტაბურ ანგარიშში მუხთარლის საქმის ხსენებას? რა გაკვეთლი შეიძლება ისწავლოს საქართველომ ამ შემთხვევისგან?


- ვფიქრობ, “ფრიდომ ჰაუსის” მიერ მუხთარლის საქმის ანგარიშში შეყვანა სწორი გადაწყვეტილება იყო. მსგავსი შემთხვევა უკრაინაშიც მოხდა. ეს შემთხვევები იმაზე მიუთითებს, რომ აზერბაიჯანის ავტორიტარული სახელმწიფო აქტივისტების გადაცემის მოთხოვნით საქართველოს და უკრაინას ზეწოლის ქვეშ აქცევს. საქართველოს და უკრაინის მთავრობებმა ეს უნდა გააცნობიერონ, რადგან საბოლოო ჯამში, ეს ორივე ქვეყანაზე უარყოფითად აისახება.


- თქვენ წლების განმავლობაში არაერთი ასეთი ანგარიში შეგისწავლიათ და ერთი პერიოდი თავადაც კი ხელმძღვანელობდით მის წერას. როგორ ფიქრობთ, მთავრობები “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშებს სერიოზულად აღქვამენ? ცდილობენ თუ არა უარყოფითი შეფასების გამოსწორებას მომდევნო წლებისთვის?


- 2010-2014 წლებში, როცა მე “ფრიდომ ჰაუსში” ვმუშაობდი, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობები ამ ანგარიშს ძალიან სერიოზულად აღქვამდნენ. "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია" (MCC) ჩვენი ანგარიშების შედეგების გათვალისწინებით საზღვრავდა იმას, აკმაყოფილებდა თუ არა ქვეყანა კრიტერიუმებს გრანტის მისაღებად. შესაბამისად, მთავრობები ცდილობდნენ მომდევნო წელს უფრო დადებითი შეფასება მიეღოთ იმისთვის, რომ MCC-ის გრანტების მიღება გაეგრძელებინათ.
ანგარიშის გამოსვლასთან ერთად ორგანიზაციის მიმართ ხშირად ისმოდა კრიტიკა, რომ ანგარიშის ავტორებს არ ესმით ადგილობრივი ვითარება, რომ ორგანიზაცია მიკერძოებულია და ასე შემდეგ. თუმცა, ყველა ორგანიზაცია, რომელიც მსგავს ანგარიშებს აქვეყნებს, მსგავსი კრიტიკისთვის მზად უნდა იყოს.


- ერთ-ერთი ასეთ ორგანიზაცია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტია (NDI). გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მოსახლეობის 39% მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართლებით ვითარდება. ასეთი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ორგანიზაციები კრიტიკის დიდი ტალღის სამიზნე ხდება.


- რა თქმა უნდა. გაცილებით მარტივია გააკრიტიკო ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა “ფრიდომ ჰაუსი,” ეროვნულ სემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ვიდრე დაფიქრდე იმაზე, თუ რა არის ამ დასკვნების გამომწვევი მიზეზი და მათ გამოსწორებაზე იმუშაო.


- თქვენ როგორ ფიქრობთ, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება? თუ არა, მაშინ რისი გაკეთებაა საჭრო ვითარების გამოსასწორებლად?


- 2017 წელს საქართველოში სამჯერ ვიყავი. ჩემი აზრით, ქვეყანა ერთ ადგილზეა გაჩერებული და რთული სათქმელია საით მიდის. კიდევ გავიმეორებ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ" ძალაუფლების კონსოლიდაცია მოახდინა მხოლოდ იმისთვის, რომ ეს ძალაუფლება ჰქონდეს. ვფიქრობ, ქვეყანა ჯერ ისევ სწორ გზას ადგას, მაგრამ პროგრესი ცოტა შენელდა. ქვეყანას სჭირდება დაინახოს, რომ ყველა პოლიტიკური ძალის წამომადგენელი ერთ საკითხზე თანხმდება - რომ საქართველო ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობაში გაწევრიანებისკენ განუხრელად მიიწევს. ასეთი განცხადების გაკეთება ევროკავშირსა და ნატოზე ეთგვარ ზეწოლას მოახდნს, რომ საქართველოსთვის წევრობის შესაძლებლობა დღის წესრიგიდან არ მოიხსნას და რომ მათ გააგრძელონ საქართველოს დახმარება რეფორმების გატარების პროცესში. თუ საქართველოში დემოკრატიის თვალსაზრისით უკუსვლაა, ნატოს და ევროკავშირს უკან დახევის საშუალება მიეცემათ. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ საქართველოს ვალდებულებაა, რომ დასავლურ ორგანიზაციებზე ზეწოლა გააგრძელოს.
საქართველო გეოგრაფიულად ძალიან რთულ პოზიციაშია და ამას ვერავინ შეცვლის. შესაბამისად, ქვეყანას დასავლეთის დახმარება სჭირდება რუსეთის ზეწოლისთვის თავის გასართმევად, საზღვრის გადატანის შესაჩერებლად და სხვა. წარმატების მისაღწევად საქართველოს დასავლეთი სჭირდება, ხოლო წარმატებული საქართველო - რაც სავსებით შესაძლებელია - შედის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის და შეერთებული შტატების ინტერესებში.





წყარო: «Radio Voice of America» (აშშ)

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930