20-01-2018
"ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის წარმატება, რომელსაც ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილმა მიაღწია და ჩვენ მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციასთან გავაღრმავებთ ურთიერთობას“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ახალ გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
„დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ზურაბ პოლოლიკაშვილთან, რომელიც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანია. მისთვის წლევანდელი ტურისტული გამოფენა პირველია. აღნიშნულ ღონისძიებას 40 ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, მათ შორის, მინისტრები დაესწრნენ," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, რომელიც ესპანეთის სამეფოში ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც მან მადრიდის ტურისტულ გამოფენაზე "FITUR 2018" საქართველოს ტურისტული პავილიონი დაათვალიერა. აღნიშნული გამოფენა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია.
19-12-2024
18-12-2024