გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმში 3400 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსი აშენდება

20-01-2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად სპორტული კომპლექსის მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. ახალი სპორტული კომპლექსი ლეონიძის ქუჩაზე აშენდება, ყოფილი ელექტრომექანკური ქარხნის ტერიტორია შემოღობილია და მოსამზადებელი მიწის სამუშაოები უკვე დაწყებულია.

ზურაბ პატარაძე ადგილზე გაეცნო მოსამზადებელ სამუშაოებს და პროექტის ხელმძღვანელი პირებისაგან სპორტული კომპლექსის შესახებ ინფორმაცის მოისმინა.

3400 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსი დაახლოებით 23 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე მოეწყობა და იქ სხვადასხვა სპორტული სახეობების სექციები განთავსდება. თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში გასახდელები, საპირფარეშოები, დამხმარე და საინვენტარო სათავსოები და სასტუმრო მოეწყობა. შენობას ასევე ღია ავტოსადგომი ექნება.

ზურაბ პატარაძის თქმით, ეს იქნება განსაკუთრებული სივრცე არა მხოლოდ თავისი დატვირთვითა და ფუნქციებით, არამედ გამორჩეული არქიტექტურული დეტალებითა და სილამაზით. „ეს არის კიდევ ერთი მეგა პროექტი. სულ მალე ბათუმი მიიღებს მრავალფუნქციორ სპორტულ კომლექსს. ხედავთ, რომ ეს სიტყვაც უკვე იქცა საქმედ, სამშენებლო პროცესი დაწყებულია. აქ განთავსდება 26 სპორტული სექცია, სივრცეები, რომლებიც უმასპინძლებს არა მხოლოდ სპორტულ შეჯიბრებს, არამედ საერთაშორისო ღონისძიებებსა და გამოფენებს“ - აცხადებს ზურაბ პატარაძე.

სპორტული კომლექსის მშენებლობა 16 თვეში დასრულდება და მისი ღირებულება 61 977 777 ლარს შეადგენს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031