20-01-2018
ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და სერბეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა სერბეთის „სპუტნიკის“ კორესპონდენტს უამბო იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდება ქვეყანა, რა მოახერხეს გაეკეთებინათ ბოლო ათი წლის მანძილზე და რას ესწრაფვიან ე.წ. რესპუბლიკა.
„მოძმესაც“ ვერ ვიტყოდი. ამ სიტყვას აბსოლუტურად არასწორად ვთვლი. არ შეიძლება მოძმე დაუძახო ერებს, რომლებიც ერთი ეროვნების არიან. ეს ერთი ერია. ზოგჯერ მეცინება კიდევაც, როდესაც ამბობენ, მაგალითად, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და ჩრდილოეთ ოსეთი - მოძმე ერია. ჩვენ მოძმე ერი არ ვართ, ჩვენ ერთი ერი ვართ. და ამ ხალხმა ერთად უნდა იცხოვროს, ერთ ტერიტორიულ და პოლიტიკურ სივრცეში. მე ვფიქრობ, რომ იგივე ეხება სერბეთის რესპუბლიკასაც. სერბებისთვის სერბეთის სერბული რესპუბლიკა ისტორიული სამშობლოა, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთისთვის -რუსეთი. ამაშია ალბათ თავი და თავი ამ პრობლემების, იმიტომ, რომ სერბეთიც და სერბეთის რესპუბლიკაც რუსეთისადმი განწყობილნი არიან როგორც მთავარი მოკავშირის, მეგობრის, ამხანაგის მიმართ. და ზუსტად იგივენაირად, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაც რუსეთისადმი ასევეა განწყობილი“-განაცხადა ბიბილოვმა.
presidentruo