გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ბათიაშვილი: სისხლისღვრას და დაპირისპირებას, რაც სააკაშვილის გეგმებში შედის, არ დავუშვებთ

16-11-2018

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, პროფესორ ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, დღეს სააკაშვილი რევანშის აღებას ცდილობს, ამ სურვილით ბოლომდეა შეპყრობილი და ისწრაფვის, რომ მობრუნდეს და ნებისმიერი მეთოდით ხელისუფლება ხელში ჩაიგდოს.


ეს განცხადება ირაკლი ბათიაშვილმა ბათუმში, ადგილობრივ საზოგადოებასთან გამართული შეხვედრის დროს გააკეთა.


„თქვენ როგორ გგონიათ, ეს კამპანია, რომელიც დაწყებულია სამხედროთა მიმართ ეს რა არის? ეს ხდება არა მხოლოდ იმ მიზნით, რომ სამხედროთა მეტი ხმები მოიპოვონ თავიანთ სასარგებლოდ, - არა! ეს გეგმა მათ გაცილებით დიდ ავანტიურაზე აქვთ გათვლილი. მათ უნდათ, შეიარაღებულ ძალებში დათესონ გაცილებით მეტი ნეგატივი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ.


თუკი, მათი იმედებით, გრიგოლ ვაშაძეს გაიყვანენ პრეზიდენტად და შეძლებენ მასობრივი მღელვარების აგორებას, ვაშაძე დაიწყებს საპროტესტო მოწოდებების გაკეთებას სამხედროთა და პოლიციელთა მიმართ, რათა რაც შეიძლება მეტი ჯგუფები და ხალხი გადმოიბირონ თავიანთ მხარეს და თავიანთ გეგმებში ძალისმიერი კომპონენტი ჩართონ. ეს ყველაფერი საითკენ მიდის, მე მგონი თქვენთვის ყველასათვის გასაგები უნდა იყოს. ეს ყველაფერი შეიძლება მასობრივი არეულობისკენ წავიდეს და მათი გეგმაც სწორედ ესაა. სისხლისღვრა , სროლა და დაპირისპირებაა მათი გეგმა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არც ჩვენ, არც სახელმწიფო და არც საზოგადოება ამას არ დაუშვებს. ეს ყველაფერი ძირშივე იქნება აღკვეთილი.


მე რასაც ვლაპარაკობ, შეიძლება ვინმეს სარწმუნოდ არ მოეჩვენოს, მაგრამ არც 90-იან წლებში ეგონა ვინმეს, რომ სამოქალაქო ომი დაგვატყდებოდა და შუა რუსთაველზე სროლები დაიწყებოდა.


მე მაშინ ამ საფრთხის შესახებ ვწერდი, არ მიჯერებდნენ, მაგრამ ხომ დაგვატყდა ეს უბედურება თავს... მეორე უბედურება იყო პარლამენტში რომ შემოვარდნენ და მაგიდებზე დახტოდნენ. ისინიც შეიარაღებული ხალხი იყო და კიდევ კარგი, მაშინ სისხლიან დაპირისპირებაში არ გადაიზარდა ე.წ. „ვარდების რევოლუცია“.


ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ ეს გამოვლილი გვაქვს და ვიცით, რომ ამან შეიძლება ჩვენი ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხოს“-განაცხადა ბათიაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930