გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაატა კვიჟინაძე: მადლობა "ქართუს", რომელიც მოქალაქეების ვალებს დააფინანსებს, რომელიც 2 ათას ლარს ქვემოთ არის

19-11-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, „შავ სიაში“ მყოფი მოქალაქეების ვალს ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს.

 

მისივე თქმით, „ქართუ“ მოქალქეების იმ ვალებს დააფინანსებს, რომლის თანხაც 2 ათას ლარზე ქვემოთ მერყეობს.

 

"ეს არ არის ახალი გადაწყვეტილება. როგორც იცით პრემიერმა განაცხადა როდესაც მობრძანდა, რომ ქვეყანა წავა ეკონომიკის განვითარების ინკლუზიური კუთხით. ანუ ეკონომიკის განვითარება უნდა შეეხოს ყველა მოქალაქეს. ამის გადაწყვეტილება იყო, როდესაც მცირე მეწარმეებთან დაკავშირებით იყო გამარტივებული კანონმდებლობა, შეღავათები, ეს იყო პირებისთვის ვალების ჩამოწერა. მხედველობაში მაქვს იურიდიული და კერძო საქმიანობისგან გამომდინარე პირებზე და ახლა ეს არის ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, ერთი მიმართულებით ჩვენ მივიღეთ კანონი, ეროვნული ბანკი 1-ლი იანვრიდან აამოქმედებს და ეს არის ახლა, მადლობა ფონდ "ქართუს", რომელიც დააფინანსებს მოქალაქეების ვალებს, რომელიც 2 ათას ლარს ქვემოთ არის, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ძირ თანხაზე საუბარი. შეიძლება გადასახდელი მეტი იყოს, მაგრამ ძირი უნდა იყოს 2 ათას ლარზე ნაკლები. ეს არის დიდი საქმე, შეეხება ჯერ-ჯერობით 600 ათას ადამიანს. გრძელდება მუშაობა, რომ კიდევ 150 ათას შეეხოს და  საერთო ჯამში მილიარ ნახევრამდეა თანხა. ეს არის შავ სიაში მყოფი ადამიანები, რომლებიც მოწყვეტილი არიან დღეს ეკონომიკურ ცხოვრებას და გარიყურლი არიან ეკონომიკური საქმიანობისგან. შეიძლება ძირი იყოს 2 ათასი და პროცენტები 5, მაგრამ თუ ძირი არის 2 ათას ლარამდე ყველას ეხება, დაიფარება მთლიანად, ბანკებს არ დააზარალებს-ამას ცალსახად ვამბობ, ბანკები არის ეკონომიკური განვითარებისთვის ძირეული და მოხდება ვალების გადახდა ფონდ "ქართუს" მიერ" - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031