გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
5 დეკემბრიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოხალისეების რეგისტრაცია იწყება

19-11-2018


ხუციშვილის განმარტებით, საქართველოში ორი ტიპის მოხალისეები იქნებიან:


"ერთი, რომლებიც ზოგადად, მასშტაბურ ღონისძიებებში ჩაერთვებიან საგანგებო სიტუაციების და პრევენციის კუთხით და მეორე, მაღალმთიან რეგიონებში, სადაც რთული რელიეფის გამო სახანძრო-სამაშველო ძალების რეაგირების დრო აღემატება 30 წუთს, ადგილზე მცხოვრებ მოქალაქეებს გადაეცემათ ტექნიკური აღჭურვილობა, იმისთვის, რომ პირველადი რეაგირება განახორციელონ. აღნიშნული პროექტით ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან, აშშ-სთან, რომ მოხალისეების დაძმობილება მოხდეს შესაბამის მოხალისეთა გაერთიანებებთან სხვა ქვეყნებში და ხელი შეეწყოს ამ მიმართულების განვითარებას საქართველოში. მოხალისეებს შრომის ანაზღაურება არ ექნებათ, რადგან ეს არის უანგარო საქმიანობა, თუმცა მათ ექნებათ სოციალური გარანტიები. იმ შემთხვევაში, თუ მოხალისე რაიმე საგანგებო სიტუაციის დროს დაშავდება, მასზე იგივე სოციალური გარანტიები გავრცელდება, რაც მეხანძრეზე. ასევე გვექნება სხვადასხვა წამახალისებელი პროექტები, მათ ექნებათ გარკვეული ბენეფიტები", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031