გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
რუსული პრესა: საქართველო პოლიტიკისაგან დაიღალა; ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სულ უფრო ნაკლებს აინტერესებს

21-01-2018


„აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) საქართველოში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. რაიმე დიდი განსხვავება წინა და ახლანდელი კვლევების შედეგებს შორის მაინცდამაინც არ შეინიშნება. მოსახლეობისათვის ყველაზე მწვავე პრობლემად ისევ და ისევ უმუშევრობა რჩება, ხოლო ქვეყნის მთავარ ამოცანად - ნატოში და ევროკავშირში გაწეევრიანება. და მაინც, მთავარ განსხვავებად შეიძლება ჩავთვალოთ ის ფაქტი, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების ხუთეულში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა აღარ შედის“, - წერს «Независимая газета».

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ძირითად აქცენტებს იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებული მასალიდან:
.
„კვლევაში, რომელიც NDI-ის ოფისი დირექტორმა ლორა ტორნტონმა წარმოადგინა, კიდევ ერთი შესამჩნევი მომენტი ისაა, რომ საქართველოში მატულობს ევრაზიული ინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა: თუ 2017 წლის ივნისში ჩატარებული გამოკითხვის დროს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერდა მხოლოდ 22%, ახლა ამ მაჩვენებელმა 29%-ს მიაღწია, თუმცა ეს რიცხვი ბევრად ჩამოუვარდება ევროკავშირში გაწევრიანმების მსურველთა რაოდენობას - გამოკითხულთა 72%-ს. ამავე დროს 21% თვლის, რომ საქართველოსთვის ევროპული გზა არასასურველიაო. რაც შეეხება ნატოს: ალიანსი ჯერ კიდევ ბევრს ხიბლავს - ნატოში გაწევრიანება 64%-ს სურს, მაგრამ ეს ციფრი, წინა წლების შედეგებს თუ შევადარებთ, მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
დასავლეთთან მიმართებით შეინიშნება პარადოქსული მომენტიც: მხოლოდ 26%-მა განაცხადა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის (და ეს იმის მიუხედავად, რომ საგარეო პოლიტიკის დასავლური ვექტორი კონსტიტუციით განმტკიცებული), 39%-მა კი განაცხადა, რომ მიმართულება არასწორიაო.

ბოლოს კი მთლად გასაკვირი შედეგი: გამოკითხულმა რესპოდენტებმა, სამხედრო ძლიერების თვალსაზრისით, რუსეთისა და აშშ-ის ერთმანეთთან შედარებისას, უპირატესობა რუსეთს მიანიჭეს: 41%-მა, 36%-ის საწინააღმდეგოდ, ჩათვალა, რომ რუსეთი აშშ-ზე ძლიერია. ალბათ, რუსეთის სამხედრო ძლიერებას უკავშირდება ის ფაქტიც, რომ მოსახლეობის 30% რუსულ საინფორმაციო პროპაგანდას წარმატებულად მიიჩნევს, ხოლო 29%-ის აზრით, ამ სფეროში ევროკავშირი და აშშ უფრო აქტიურია.


გამოკითხვის შედეგების მეორე ნაწილს, რომელიც შიდა პოლიტიკას, პოლიტიკურ პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტიგს ეხება, NDI-ის ოფისი მოგვიანებით გამოაქვეყნებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამერიკელების კვლევის შედეგები მათი სხვა კოლეგების კვლევების შედეგებისაგან დიდად განსხვავებული არ იქნება: ახლავე შეიძლება ვთქვათ, რომ ლიდერი მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ იქნება, ხოლო მისი მთავარი მოწინააღმდეგე - ოპოზიციური „ერთიანი ნაცმოძრაობა“. დანარჩენები მათ მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან. შესაძლოა გაუმჯობესებული რეიტინგი აღმოაჩნდეს „პატრიოტთა კავშირს“.


გამოკითხვების შედეგების მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ პოლიტიკის მიმართ საზოგადოების ინტერესი განუხრელად კლებულობს. მოსახლეობას ყველაზე მეტად სოციალური და საყოფაცხოვრებო პრობლემები აწუხებს: დასაქმება (54%), ფასების ზრდა (355), სიღარიბე (30%), მცირე პენსია (25%) და სამედიცინო მომსახურების დონე (23%)“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930