გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
ნიკოლ ფაშინიანი: 2008 წელს, როცა ძებნაში ვიყავი ქართველმა მეგობრებმა ბოიანის გვარით ყალბი პასპორტი დამიმზადეს

21-11-2018

აზერბაიჯანულ პრესაში გამოქვეყნდა კომენტარები წიგნზე, რომლის ავტორია ნიკოლ ფაშინიანი, ამჟამად სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. წიგნი სახელწოდებით „დედამიწის უკანა მხარე“ ერევანში სამი თვის წინ გამოიცა და ახლახან რუსულ ენაზეც ითარგმნა. მასში ავტორი თავისი ბიოგრაფიის ძირითად მომენტებს და პოლიტიკურ კრედოს გადმოსცემს.


აზერბაიჯანული პრესა ნიკოლ ფაშინიანის წიგნს კრიტიკულად შეხვდა. ეს არც არის გასაკვირი ბაქო-ერევნის დაპირისპირების გამო. გაზეთ «Каспий»-ში დაბეჭდილ სტატიაში (ავტორი - თამილა ნურიევა) აღნიშნულია, რომ რუსულენოვანი წიგნი სავსეა უცენზურო გამონათქვამებით, ჟარგონული ფრაზებით და სხვა ტერმინებით, რომელიც მიუღებელია ნორმალური ლიტერატურული ნაწარმოებისათვის. „სომეხი ექსპერტები კიდევ უფრო უარესს ამბობენ - წიგნის ორიგინალში, სომხურ ენაზე ისეთი სიტყვებია ნახმარი, რომ ყურში არ შეიშვებაო. გამოდის, რომ ავტორი პორნოგრაფიასთანაც უცხო არ არის“. მოკლედ, ნიკოლ ფაშინიანის შედევრი არანორმატიულ ლექსიკითაა გაჯერებული.


რასაკვირველია, „მწერალი ნიკოლ ფაშინიანი“ თავისი ლიტერატურული გემოვნებით მაინცდამაინც ორიგინალური არ არის, მსგავსი ბელეტრისტიკა მსოფლიოში დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი მნიშვნელოვანი გარემოება იკვეთება - ამ ლიტერატურულ ხულიგანს რესპუბლიკის უმაღლეს თანამდებობაზე აქვს პრეტენზია! თვითონ სომეხი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ნიკოლ ფაშინიანი ხშირად ურევს ერთმანეთში პოლიტიკოსობას და პოლიტიკურ ატიურობას. მან პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის დროსაც კი ვერ მოახერხა დასერიოზულება და პოლიტიკურ აქტივისტად დარჩა.


ჰოდა, თუ იგი ამას ვერ ხვდება, ისმება კითხვა - რამედენად არის ნიკოლ ფაშინიანი ფსიქოლოგიურად მზად ქვეყნის ხელმძღვანელის პოსტი დაიკავოს? იგი, უბრალოდ, იმასაც კი ვერ აცნობიერებს, რისი თქმა შეიძლება და რისი არა. განსაკუთრებით ეს ეხება ერთაშორის და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას, სადაც სომეხი ლიდერი უბრალოდ „ცურავს“. საკმარისია მოვიხმოთ მისი ერთ-ერთი ღრმააზროვანი დასკვნა, რომ წარმოდგენა შეგვექმნას, ვისთან გვაქვს საქმე: „გამოდის, რომ ქართველებს სომხები ხელმძღვანელობენ, სომხების ფრთებქვეშ არიან - ისევე როგორც სომხები ცხოვრობენ რუსების ხელმძღვანელობით“.

განა რომელიმე საკუთარი თავის პატივმცემელი პოლიტიკოსი ასე იტყვის? ეს რომ დასავლეთში მომხდარიყო, მსგავსი გამონათქვამის ავტორი იმავ წუთს დიდი პოლიტიკის მიღმა აღმოჩნდებოდა, მაგრამ სომხეთში - ქვეყანაში, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს თავისი იდიოტიზმით (თან ევროპულ სტანდარტებს რომ ეპოტინება!), ყველაფერი შესაძლებელია.


მაგრამ ეს კიდევ არაფერი: თავის წიგნში ნიკოლ ფაშინიანი უცენზურო გამოთქმებით მიმართავს არა მხოლოდ სომხეთის მოკავშირე ქვეყანას - რუსეთს, არამედ ამერიკას, ევროკავშირს და მათ მოქალაქეებს. საინტერესოა, იციან თუ არა ადრესატებმა დროებითი თუ მომავალი პრემიერ-მინისტრის მიერ მათი მისამართით გაგზავნილი სიტყვები?


ნიკოლ ფაშინიანი წიგნში საინტერესო სიუჟეტია ავტორის „მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო“, ანუ ის პერიოდი, როცა იგი 2008-2009 წლებში ძებნაში იყო, ერევანში მოწყობილი უწესრიგობების გამო. ნიკოლ ფაშინიანის მტკიცებით, როცა იგი ძებნაში იყო, მან თავისი ქართველი მეგობრების დახმარებით სერბეთის მოქალაქის ყალბი პასპორტი შეიძინა, ბოიანის სახელზე. იბადება მრავალი კითხვა: რისი თქმა უნდა ამით ფაშინიანს? რამდენად მიესადაგება იმ პოლიტიკოსს, რომელიც კანონის უზენაესობას უნდა იცავდეს, ამგვარი აღიარებები? იქნებ სომეხი ლიდერის ქართველი მეგობრები კრიმინალები არიან? უფრო მეტიც - თუ ნიკოლ ფაშინიანი ყალბი სერბული პასპორტით მსოფლიოს გარს უვლიდა, ეს ნიშნავს, რომ მისი პასპორტი მაღალი ხარისხის მქონე იყო. ჰოდა, ჩნდება კიდევ ერთი კითხვა: ვინ დაამზადა ასეთი პასპორტი - კრიმინალებმა თუ სპეცსამსახურებმა?


როგორც პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, წიგნის წაკითხვისას იკვეთება დასკვნა: როგორც კი ხელისუფლების დერეფნებში მოხვდა, ნიკოლ ფაშინიანმა თავისი ყველაზე ცუდი ქცევა და თვისებები გამოავლინა: ავტორიტარიზმი, რთული საკითხების იოლი გზით მოგვარებისაკენ სწრაფვა, თვით პოლიტიკური ლიდერების ლიკვიდაციის ჩათვლითაც კი. საბოლოოდ შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ, რომ წიგნის მიხედვით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთს 1990-იანი წლების ატმოსფეროში დააბრუნებს“.




წყარო: «Каспий» (აზერბაიჯანი)

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930